პროექტი
გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა
- პროექტის სახელწოდება: სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება
- პროექტში მონაწილეები:
ნესტან კვანჭიანი- ისტ-ის მასწავლებელი
ლეილა წიკლაური -ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი
მთელი სკოლის მოსწავლეები
- პროექტის აქტუალობა :
- სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მწირია . სკოლა დაარსდა რუსულენოვანი სკოლის ბაზაზე, ამიტომ ქართულ ენაზე სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა მცირე რაოდენობითაა.
- სკოლის მოსწავლეების უმეტესობა ეკომიგრანტთა ოჯახებიდანაა. მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ მხატვრულ ლიტერატურაზე . ხშირად სავალდებულო ლიტერატურაც კი, როდესაც სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოიძიონ იგი, ხელმიუწვდომელია მათთვის.
- ამაღლდება მოსწავლეთა წიგნიერების დონე და ხელი შეეწყობა აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებასა და ეფექტური სასწავლო პროცესისათვის საჭირო ნიადაგის მომზადებას .
- მოსწავლეები მოიძიებენ ალტერნატიულ გზას ტყის გაჩანაგების თავიდან ასაცილებლად.
- პროექტის მიზანი:
- ბიბლიოთეკა გამდიდრდება ლიტერატურით.
- ბიბლიოთეკის გამდიდრებით ამაღლდება მოსწავლეებში წიგნიერების დონე.
- სასწავლო პროცესი ეფექტურად წარიმართება.
- მაკულატურის შეგროვებით მოსწავლეებში მოხდება სოციალური უნარ-ჩვევების ფორმირება.
- მოსწავლეებში ამაღლდება ეკოლოგიური ცნობიერება
- მონაწილეთა ასაკი - I-XII კლასის მოსწავლეები.
- პროექტის ხანგრძლივობა- გრძელვადიანი -სექტემბრიდან-ივნისის ჩათვლით ( გაგრძელდება მომდევნო სასწავლო წლებშიც )
- მოსალოდნელი შედეგები:
- ბიბლიოთეკა გადახალისდება.
- ამაღლდება მოსწავლეთა წიგნიერების დონე.
- ეფექტური, მოტივირებული გახდება სასწავლო პროცესი.
- ამაღლდება მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება
- რესურსები;
მასწავლებელი, მოსწავლე, სკოლის ბიბლიოთეკა , მაკულატურა , პროექტორი , კომპიუტერი, ფორმატი, ბუკლეტები, ტრანსპორტი.
- პროექტის მსვლელობა
- პროექტის შეთანხმდება სკოლის დირექციასთან.( სექტემბრის დასაწყისი)
- მაკულატურის შეგროვების ორგანიზება ბავშვებში: (მთელი წლის განმავლობაში)
- სკოლაში მაკულატურის შეგროვების წამოწყება: პლაკატების გამოკვრა, ბუკლეტების შექმნა- დარიგება, კლასებში პიარ-კომპანიის წარმართვა , პრეზენტაციები. (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი)
- მაკულატურის შესაგროვებლად ოთახის გამოყოფა
- მაკულატურის შეგროვება.
- ტრანსპორტის მოძიება მაკულატურის გადასატანად
- მაკულატურის ტრანსპორტირების დაფინანსება.
- ბიბლიოთეკის წიგნებით გადახალისება.
Комментарии
Отправить комментарий